logo
ENG



"იაშკა ციგანკოვის გამზირი" - აქტივისტებმა მოსკოვის გამზირზე აბრებს სტიკერები გადააკრეს

12 მარ 202218:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/5i6yp8202jj3k2d.jpg

აქტივისტებმა თბილისში, მოსკოვის გამზირზე ქუჩის აღმნიშვნელ აბრებს სტიკერები გადააკრეს, წარწერით "იაშკა ციგანკოვის გამზირი".

უკრაინელი ჯარისკაცი იაშკა ციგანკოვი ხარკოვის რეგიონში იზიუმისთვის ბრძოლაში  10 მარტს დაიღუპა.

საკუთარი ფეისბუქ გვერდის ქავერზე ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა დაყენებული, Unian-ის გამოქვეყნებულ ფოტოში კი ქართული ჯარის ფორმა აცვია.

"მე დავიმახსოვრე ერთი გვარი, გმირის და მისაბაძი ადამიანის - გიორგი ანწუხელიძის. ფეისბუქ ქავერადაც დავიყენე მისი ფოტო, რომ არ დავივიწყო მისი გმირობა. ის არ დანებდა, ყველა განსაცდელს ქრისტესავით გაუძლო და დაიღუპა სულიერად გაუტეხავი, ის არის ჩემთვის გმირობის მაგალითი, მთელი საქართველო ჩემთვის გმირობის მაგალითია" - ამას ამბობდა უკრაინელი მებრძოლი იაშკა ციგანკოვი და 2014 წლიდან გიორგი ანწუხელიძის ფოტო ეყენა ქავერად, რათა "არ დაივიწყოს".

ის 10 მარტს გმირულად დაიღუპა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ იაშკა ციგანკოვი" - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.


close დახურვა